ყველი საქართველოში ძალიან გავრცელებულია და მრავალფეროვანია. ამიტომაც ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა იმუშაოს ამ თემის გარშემო.
ყ ვ ე ლ ი
როგორ შევინახოთ ყველი მარილწყალში თუ მშრალად?
ყველის შენახვის მრავალი მეთოდი არსებობს,
როგორგ გამოკითხვამ გვიჩვენა, იმერული, მთიულური და ოსური ყველი უმჯობესია შევინახოთ მარილწყალში, ხოლო ცხვრის ყველი მშრალად გუდაში......
იმერეთში ხშირად გამხმარ ყველსაც იყენებენ...
ჰიპოთეზის დადასტურება: ყველით მზადდება რამდენიმე სახის ხაჭაპური-იმერული, მეგრული, აჭარული, აჩმა, ფენოვანი, ნახევრადფენოვანი, ცომში შემწვარი, შამფურზე შემწვარი.
ყველის სალათი "ვენეცია"
მასალა:
ლორი, შებოლილი სულგუნი, კიტრი, პომიდორი, სიმინდი, მაიონეზი, შავი პილპილი
დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ!!!!!!!
არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში გავრცელებული ყველის ნაირსახეობებია: გუდის ყველი, იმერული ყველი, სულუგუნი.
ოთხში ამოღბული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი, ჩვეულებრივ ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი. თხის ტყავის გუდა შიგნიდან კუპრავდნენ და საღვინედ იყენებდნენ. მას "კუპრი", "კუპრიელი", "ტიკი" (ძვ. "თხიერი") ერქვა. გუდით გადაჰქონდათ აგრეთვე წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვა. ცხვრის ტყავის გუდას ყველის (გუდის ყველი) გამოსაყვანად და შესანახადიყენებდნენ.ცხვრის და თხის რძეს შეთბობენ ,აჭრიან წინასწარ მომზადებული მჟავე ხსნარით,გარკვეული დამუშავების შემდეგ ათავსებენ გუდაში და ინახავენ.
იმერული ყველი
იმერული ყველი მზადდება ძროხის რძით. წინასწარ ამზადებენ რძის ასაჭრელ სითხეს .კარგად გასუფთავებულ ღორის კუჭს ათავსებენ ძმრიან ჭურჭელში და აყოვნებენ ორი კვირა. მიღებულ სითხეს მცირე რაოდენობით უმატებენ შემთბარ რძეს , ცეცხლზე ცოტას კიდევ შეათბობენ და დამუშავების შემდეგ გუნდადშეკრულს დადებენ საწურზე.
მსგავსი წესით მზადდება ოსური ყველი.
სულუგუნი
იმერული წესით დამზადებულ ახალ ყველს დაჭრიან ,ისევ ჭურჭელში მოათავსებენ, ცეცხლზე შემოდგამენ ,ცოტა რძეს დაუმატებენ და დიდხანს ზელენ. ზოგჯერ ასეთი წესით მომზადებულ სულგუნს შებოლავენ.
No comments:
Post a Comment